უცხო ენების მასწავლებელი
კომპიუტერული პროგრამა
Language Teacher®

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე, ამავე კათედრის წევრის გიორგი ჩიჩუას მიერ შეიქმნა უცხო ენების მასწავლებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც გამიზნულია კომპიუტერის მომხმარებლის მიერ უცხო ენის შესასწავლად როგორც ინდივიდულურად, ასევე ჯგუფის ფარგლებში.

პროგრამა აღჭურვილია ტექსტებითა და ამ ტექსტების შესაბამისი ხმებით ინგლისურ ენაზე. მასალა დამუშავებულია ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. ტექსტები გახმოვანებულია ნაწილობრივ ლინგოფონის კაბინეტისათვის განკუთვნილი კასეტებიდან და ნაწილობრივ ინგლისური ენის სპეციალისტის მიერ. პროგრამის მონაცემთა ბაზა შეიცავს ტექსტების თარგმანს ქართულ და რუსულ ენებზე და გრამატიკულ კომენტარებს. სწავლების პროცესში მოსწავლეს მიეწოდება სხვადასხვა სავარჯიშოები, ესენია:

  1. კომპიუტერი მოსწავლეს გააცნობს ახალ სიტყვას ან წინადადებას. ეკრანზე მოყვანილია წინადადება უცხო ენაზე და მისი თარგმანი მშობლიურ ენაზე. ასევე შესაძლებელია ჟღერადობის მოსმენა.

  2. მოსწავლე ისმენს სიტყვას უცხო ენაზე. მან უნდა გაიმეოროს ეს სიტყვა მიკროფონთან. პროგრამა შეაფასებს მოსწავლის გამოთქმას, დახაზავს გრაფიკს და დაწერს ქულას.

  3. მსგავსია მეორე სავარჯიშოსი, ოღონდ ქულა არ იწერება. მოსწავლემ ვიზუალურად უნდა შეაფასოს რამდენად წააგავს კომპიუტერის მიერ ნათქვამი ფრაზის ჟღერადობა მოსწავლის ნათქვამს.

  4. ეკრანზე იწერება წინადადება უცხო ენაზე, რომელშიც ერთი სიტყვა შეცვლილია სამწერტილით. ეკრანის ძირითად ნაწილში მოცემულია სიტყვები. მოსწავლემ უნდა ამოირჩიოს წინადადებაში ჩასასმელი სიტყვა.

  5. ეკრანზე იწერება წინადადება მშობლიურ ენაზე (რუსული ან ქართული). ეკრანის ძირითად ნაწილში არათანმიმდევრულად  მოცემულია სიტყვები უცხო ენაზე. მოსწავლემ მაუსის დაწკაპუნებით უნდა დაადგინოს წინადადების შესაბამისი სიტყვათა თანმიმდევრობა.

  6. მოსწავლე ისმენს ხმას და ეკრანზე მოცემული სიტყვებისაგან შეადგენს მოსმენილ წინადადებას.

  7. სავარჯიშო მართლწერაში. მოსწავლემ, მისთვის მშობლიურ ენაზე მიწოდებული წინადადება უნდა თარგმნოს და აკრიფოს რედაქტირების ველში.

აღნიშნული სავარჯიშოები მასალაში თანმიმდევრული წინსვლისას მეორდება სამ-სამჯერ. შვიდი სავარჯიშოსაგან შემდგარი ციკლის სამჯერ განმეორების შემდეგ კვლავ ხდება წინსვლა მასალაში.

მეცადინეობის რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ მოსწავლე ფასდება ქულებით თითოეული სავარჯოშოს მიხედვით და პროგრამა იმახსოვრებს მოსწავლის პოზიციას მასალაში, რათა შემდეგი მეცადინეობიდან მოხდეს მასალის გაგრძელება.

პროგრამის ჩართვისას მოსწავლემ უნდა მიუთითოს თავისი იდენტიფიკატორი და პაროლი თუ იგი რეგისტრირებულია, ან მოახდინოს რეგისტრაცია, თუ პირველად მუშაობს პროგრამასთან. მთელი მასალის გავლის შემდეგ მოსწავლე ფასდება ქულებით 100 ბალიან სისტემაში ყველა მეცადინეობის ქულების საშუალო არითმეტიკულით.

პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა: პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი Windows  ოპერაციული სისტემით, DVD, დინამიკები (ყურსასმენი) და მიკროფონი.

პროგრამის ღირებულებაა 20 ლარი.
შეუკვეთეთ ეხლავე და მიიღეთ საჩუქარი!

მსურველები დაგვიკავშირდით: netman@joker.ge
საკონტაქტო ტელეფონები: (032)2273516, 597332256

©2006-22 გიორგი ჩიჩუა